ირაკლი კობახიძე: ზუსტად 6 წლის წინ აპროტესტებდით სალომე ზურაბიშვილის არჩევას საქართველოს პრეზიდენტად, აწყობდით აქციებს და როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად

ირაკლი : ზუსტად 6 წლის წინ აპროტესტებდით ს არჩევას საქართველოს პრეზიდენტად, აწყობდით აქციებს და როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად
ზუსტად 6 წლის წინ თქვენი პარტიები, თქვენი ტელევიზიები აპროტესტებდით სალომე ზურაბიშვილის არჩევას საქართველოს პრეზიდენტად, აწყობდით აქციებს და ამბობდით, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო არალეგიტიმური ხელისუფალი, არალეგიტიმური არჩეული პრეზიდენტი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებთან.
პრემიერის თქმით, როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინვე გამოაცხადეს გმირად.
„მე მინდა ერთი რამ შეგახსენოთ, ზუსტად 6 წლის წინ რა ხდებოდა ამ ქვეყანაში. ზუსტად 6 წლის წინ თქვენი პარტიები, თქვენი ტელევიზიები აპროტესტებდით სალომე ზურაბიშვილის არჩევას საქართველოს პრეზიდენტად, აწყობდით აქციებს და ამბობდით, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო არალეგიტიმური ხელისუფალი, არალეგიტიმური არჩეული პრეზიდენტი, თუმცა, როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად. ეს არის თქვენი მიდგომა. თეორიულად რომ დავუშვათ ს ხელიდან სამშობლოს ღალატი, მეორე დღეს, გპირდებით, თქვენ გამოაცხადებთ მას გმირად, თუმცა მადლობა ღმერთს, მიხეილ ყაველაშვილისგან ღალატი არის გამორიცხული. შესაბამისად, თქვენ მოგიწევთ, რა თქმა უნდა, არსებულ რეჟიმში დარჩენა, მაგრამ ზუსტად იგივეს აკეთებთ, რასაც აკეთებდით 6 წლის წინ, იმიტომ, რომ თქვენ დგახართ არა ქართველი ხალხის მხარეს, არამედ ასრულებთ გარე დავალებებს თქვენს პარტიებთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტრადიციებისა და მშვიდობიანი განვითარების წინააღმდეგ მიმართულმა აქტიურმა და კოორდინირებულმა შემოტევამ ყველას დაგვანახა, რომ დღეს, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ყველაზე მნიშვნელოვან ქარტეხილს გავდივართ – ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები

პია კაუმას ვიზიტის გადადება არის ცუდი, თუმცა გაცილებით ცუდია ომი, არასტაბილურობა, ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაცია, დაკარგული ტერიტორიები და ის უბედურება, რაც შეიძლება საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებამ მოიტანოს