: ბილდტსა და უილსონს დაფიქსირებული აქვთ შემოსავალი – ერთს „ნაცმოძრაობიდან“, მეორეს უშუალოდ კეზერაშვილისგან, რა ფასი აქვს ასეთი ადამიანების განცხადებებს

ირაკლი : ბილდტსა და უილსონს დაფიქსირებული აქვთ შემოსავალი – ერთს „ნაცმოძრაობიდან“, მეორეს უშუალოდ კეზერაშვილისგან, რა ფასი აქვს ასეთი ადამიანების განცხადებებს
ბილდტს და უილსონს ორივეს დაფიქსირებული აქვს შემოსავალი – ერთს „ნაცმოძრაობიდან“, მეორეს უშუალოდ კეზერაშვილისგან, – განცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბილდტისა და უილსონის განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს.
„უცხოელებს რაც შეეხებათ, იგივე ბილდტი, იგივე უილსონი – ორივეს აქვს დაფიქსირებული შემოსავალი – ერთს „ნაცმოძრაობიდან“, მეორეს უშუალოდ კეზერაშვილისგან. რა ფასი აქვს ასეთი ადამიანების განცხადებებს. უილსონი კეზერაშვილის ფულით აკეთებს განცხადებებს და ბილდტი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ ფულით აკეთებდა განცხადებებს. მათ ასეთ განცხადებებს არ აქვს არავითარი ფასი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მისი პოტენციალის გამოყენებას და სახელმწიფოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას

გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა; ვინც ვერ ერკვევა და ნაცსპიკერობს, გრამატიკულ შეცდომებს მიხედოს