ირაკლი კობახიძე აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიებას არ ესწრება

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიებას, რომელიც თბილისში, საელჩოს ტერიტორიაზე აღინიშნება, არ ესწრება.
ქართული ოცნების მინისტრებიდან ადგილზე იმყოფებიან – თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე.
ღონისძიებას არ ესწრება ასევე ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტად დანიშნული .
მიღებაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.