ირაკლი კობახიძემ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს „რაგბი ევროპის” ჩემპიონობა მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს „რაგბი ევროპის” ჩემპიონობა მიულოცა. მთავრობის მეთაური, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 2025 წლის „რაგბი ევროპის” ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას დაესწრო, რომელიც საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გაიმართა.
შეხვედრა ბორჯღალოსნების გამარჯვებით, ანგარიშით 46:28 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მერვედ, მთლიანობაში კი მეჩვიდმეტედ გახდა.
მატჩის შემდეგ პრემიერ-მინისტრი სპორტსმენებს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და მორაგბეებს, მწვრთნელებსა და რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყველაზე შეურაცხადი პოზიცია, რომელიც ჩვენმა დაუძინებელმა ხუთმა “მეგობარმა” გააჟღერა, ბრიუსელში უმრავლესობამ არ მოიწონა – ევროკავშირისთვის საქართველოს დაკარგვის პერსპექტივამ გადაწონა “დიფ სთეითის” აგენტურის ავანტიურული სცენარი