ირაკლი კირცხალია – ჩვენი მიზანია დეოკუპაცია, ჩვენი გზა მშვიდობა, ხოლო ჩვენი საბოლოო ამოცანა ერთიანი საქართველო

საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გზა, მოთმინებით და გონიერებით მშვიდობის შენარჩუნებაა. “ჩვენ არც უკრაინის მხარდაჭერისგან დაგვიხევია უკან. საქართველო წლების განმავლობაში უერთდება და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ საერთაშორისო რეზოლუციებს.
ჩვენთვის პრინციპი მარტივია: საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია. ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ამავე დროს ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა, არ დავუშვათ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს ომის პოლიგონი. ეს იყო ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გზა, მოთმინებით და გონიერებით მშვიდობის შენარჩუნება!  ჩვენი მიზანია დეოკუპაცია, ჩვენი გზა მშვიდობა, ხოლო ჩვენი საბოლოო ამოცანა ერთიანი საქართველო, სადაც ქართველი აფხაზი და ოსი საკუთარ მომავალს კვლავ ერთად შექმნიან. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიცია და ამ პოზიციას ვერავინ შეგვაცვლევინებს”, – განაცხადა კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს