ბოლო წუთამდე არ იტეხდა იხტიბარს ბატონი გახარია, მაგრამ მოუწია აღიარება, რომ გადადგომამდე თურმე, აშშ-ის ელჩთან ჰქონია კომუნიკაცია – რაზე ვილაპარაკეთ არ მახსოვსო – ვისაც გჯერათ ამ კაცის, კიდევ გააგრძელეთ, აბა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, გახარია დროებითი საგამოძიებო კომისიის გუშინდელ სხდომაზე “სიგიჟეებს ჰყვებოდა”.
ზარქუას შეფასებით, გადადგომასთან დაკავშირებით გახარიამ “მხდალი” გადაწყვეტილება მიიღო.
“გაფართოებული პოლიტსაბჭოსგან მხარდაჭერა მიიღო თავის მიერ მოთხოვნილ თემაზე, რომ მოგვეხსნა მანდატი [მელიასთვის]. ვერ გააკეთა, არ გააკეთა, მხდალი და მშიშარაა. მერე აღმოჩნდა, რომ თურმე პოლიტსაბჭოსგან მხარდაჭერის მიღებასა და გადადგომას შორის, ელჩთან ჰქონია კომუნიკაცია. იქ არ ვიცი, დააშინეს თუ რა უთხრეს, შემდეგ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც
მიიღო. მგონია, რომ ეს მხდალი გადაწყვეტილება იყო,” – განაცხადა ზარქუამ.
