ირაკლი ეძგვერაძე – უწყვეტი აქციებით დამფრთხალი „ქართული ოცნება“ აიძულებს პატიოსან საჯარო მოხელეებს, მასწავლებლებს, დირექტორებს, გამოვიდნენ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე

უწყვეტი აქციებით შეშინებული, დამფრთხალი „ქართული ოცნება“ აიძულებს პატიოსან საჯარო მოხელეებს, მასწავლებლებს, დირექტორებს, გამოვიდნენ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე. უნდათ, რომ ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებს საკუთარი მასწავლებლები დააპირისპირონ. თუმცა, ახალგაზრდებმაც კარგად იციან, რომ ეს არის ხელოვნური დაპირისპირება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წევრმა ირაკლი ეძგვერაძემ, „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ აქციით მმართველ პარტიას სურს წარმოსახვითი რეალობის შექმნა, „თითქოს ქვეყანაში ხალხის მეორე ნაწილი „რუსულ კანონს“ მხარს უჭერს“.
„უნდათ, რომ ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებს საკუთარი მასწავლებლები დააპირისპირონ. თუმცა, ახალგაზრდებმაც კარგად იციან, რომ ეს არის ხელოვნური დაპირისპირება. სინამდვილეში, არანაირი ალტერნატიული რეალობა არ არსებობს. ამ კანონს და რუსეთს მხარდაჭერა არ აქვს ხალხში. ერთადერთი, რაზეც მოსახლეობა თანხმდება, არის რუსეთის და ევროპის მიმართ დამოკიდებულება. ევროპა მათ შორის იმის გამო გვინდა, რომ ვეღარასოდეს ვერავინ გაბედოს საჯარო მოხელეებზე ზეწოლა და იძულება, გააკეთონ ის, რასაც არ ეთანხმებიან. „ოცნების“ ეს უსუსური მცდელობა, დაამახინჯონ რეალობა, ისევე განწირულია მარცხისთვის, როგორც რუსულ კანონზე წარმოებული ბინძური პროპაგანდა დამარცხდა.
ახალგაზრდების წინააღმდეგ ბრძოლა მარცხისთვისაა განწირული!“ – განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – ავტოკრატიულ სისტემას ოპონენტებთან წითელი ხაზები აღარ აქვს, ამიტომ ბარამიძის დაპატიმრება მოსალოდნელი იყო – განსაკუთრებული პოლიტიკური სიბოროტე და იურიდიული აბსურდული ბრალდებაა, თითქოს მან საქართველოს „ღალატი“ ჩაიდინა

დავით ნიკურაძე: ამ სოფლის ორღობის ჭუჭრუტანიდან რომ გაიხედოთ, დაინახავთ, რომ ნორმალურ ქვეყნებში, გაბაპენტინს, წელის ტკივილზეც კი უწერს პაციენტს არათუ ნევროლოგი, ნებისმიერი ოჯახის ექიმი

ჯაბა ზარქუა: დადასტურდა აგენტ-პროვოკატორის ამბავი. თავდაცვის რეჟიმში მყოფი ექიმი კი პაციენტის დახმარების ნაცვლად იმაზე ფიქრობს რომ რამე შარში არ გაეხვეს. ამ მიდგომით პაციენტის დახმარება შეუძლებელია