ინფორმაცია როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე სავარაუდო რადიაციული ავარიის შესახებ ყალბია – “როსენერგოატომი”

რუსული კომპანია “როსენერგოატომი” როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე სავარაუდო რადიაციული ავარიის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
კომპანია ამბობს, რომ სადგური ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე ტექნიკის გათიშვას ადგილი ჰქონდა 16 ივლისს. 16 ივლისს 15:21 საათზე როსტოვის ატომური ელექტროსადგურის No1 ენერგობლოკი გაითიშა ქსელიდან, ეს მოხდა გენერატორის დაცვის მექანიზმის გააქტიურების გამო, იტყობინებოდა კომპანია. აღნიშნულის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მოსახლეობის ნაწილს. მოგვიანებით დაცვის გააქტიურებას დეპარტამენტმა “ყალბი განგაში” უწოდა. No1 ელექტროსადგური იმავე ღამით ქსელზე იყო მიერთებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი ხაზარაძის წერილზე – საბოლოოდ, ისე ხდება, აქეთ ბედავენ თქმას, რომ ფოკუსი გასასწორებელი ჩვენ გვაქვს – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ მათ, ვინც ბოიკოტზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები თურმე აღარ არის გაუქმებული