ინდოეთმა პაკისტანიდან იმპორტი აკრძალა

ინდოეთმა დან იმპორტი აკრძალა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ინდოეთის საგარეო ვაჭრობის გენერალური დირექტორატის განცხადებით, აკრძალვა დაუყოვნებლივ ამოქმედდება.
„ეს შეზღუდვა მიღებულია ეროვნული უსაფრთხოებისა და სახელმწიფო პოლიტიკის ინტერესებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 22 აპრილს ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირებმა ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა. ინდოეთმა მომხდარში პაკისტანი დაადანაშაულა, რასაც ისლამაბადი უარყოფს, აცხადებს, რომ ინდოეთი სამხედრო მოქმედებების დაწყებას გეგმავს.
თავდასხმის შემდეგ ინდოეთმა პაკისტანთან მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა, დიპლომატები გააძევა და ინდის წყლების განაწილების შესახებ ხელშეკრულება შეაჩერა, ხოლო პაკისტანმა ინდოეთის ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დახურა და ინდოეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ვიზების მოქმედება შეაჩერა

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის პრესსპიკერი საქართველოზე – პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს – ყველა, ვინც ფუნდამენტური უფლებების გამოყენებისთვის იქნა დაკავებული, უნდა გათავისუფლდეს

გიგი წერეთელი – ძალიან კარგია, რომ სენატორი ჩამოვიდა, მაგრამ ნურავინ დასცემს ყიჟინას, რომ „ქართულ ოცნებას“ შეხვდა, ერთი ამბავია, როცა ფართომასშტაბიან ურთიერთობას აწარმოებ და მეორე, როცა ამბის გადასაცემად ხვდები