ინგა ჩახვაშვილი: მთელ ამ ვაკხანალიაში ყველაზე გულისამრევი რაც არის და რისი საავტორო უფლებაც ლუციფერობაზე პრეტენზიის მქონე ფაროსანას ეკუთვნის, ისაა…

“მთელ ამ ვაკხანალიაში ყველაზე გულისამრევი რაც არის და რისი საავტორო უფლებაც ლუციფერობაზე პრეტენზიის მქონე ფაროსანას ეკუთვნის, ისაა, ძმის უკანონო დაპატიმრებაზე პროპაგანდისტი ჟურნალისტი ხმას რომ არ იღებს, კარის მეზობლის, ყოფილი კომპანიონის და ასევე, ყოფილი მეგობრის ხელით რეჟისორს რომ ხსნის, თავის პარტიაში ნებისმიერი სულ კუნტრუშით რომ შეუსრულებს დავალებას, მიწასთან გაასწორებს თავიანთსავე არჩეულ პრეზიდენტს, ოღონდ კი ბატონს ასიამოვნოს, ის კი იმ ერთს უმოწმებს სინდისის ძარღვს, ხომ მართლა გაწყვეტილიაო, ვის დეიდასაც, მართლა მრავალჭირვარამგამოვლილ ქალს მეგობრად უდგას გვერდით ჭირშიც და ლხინშიც პრეზიდენტი. ისიც, ხუთიანზე შევასრულო ბრძანებაო, ბოგანო რომ არ იკადრებს, ისეთებს ამბობს, ათასპარტიაზე გადამხტარი.
ეს დაყოფა-დათითოკაცების ბინძური ჭორვილური მეთოდია გულს რომ მირევს, თორემ სისტემა უსამართლობაზე და ძალადობაზე რომ დგას ყველგან, ვიცით, რომ აუცილებლად უნდა ვებრძოლოთ გამარჯვებამდე – ეგეც და რომ ბოლოს ყოველთვის ნათელი, კეთილი და მართალი იმარჯვებს ეგ ხომ სულ მცირე 8 საუკუნეა, დაზეპირებული გვაქვს!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა ჩახვაშვილი.