იმის მიუხედავად, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების უკან დიპ სტეიტი, იგივე არაფორმალური ოლიგაქრიული მმართველობა დგას, ნებისმიერ ფასად, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების დაცვა იდეოლოგიური შტურმისგან

იმის მიუხედავად, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების უკან დიპ სტეიტი, იგივე არაფორმალური ოლიგაქრიული მმართველობა დგას, ნებისმიერ ფასად, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების დაცვა იდეოლოგიური შტურმისგან
ევროპარლამენტი, ევროკომისია, ევროკავშირი, ლამის ერთხმად ითხოვენ საქართველოსგან და მსგავსი, ტრადიციული ქვეყნებისგან, რომ უკან გაიწვიონ ნებისმიერი კანონი, რაც არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან და ოჯახური ღირებულებების დაცვას უკავშირდება, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.
როგორც ის აღნიშნავს, საბოლოო მიზანია, რომ საქართველო როგორც მორალურად, ისე იდეოლოგიურად დავიდეს ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნების დონეზე, სადაც გენდერის, თუ ოჯახური ღირებულებების შესახებ განსხვავებული, ტრადიციული აზრის ქონის გამო, შესაძლოა სამსახური დაკარგო, ან სულაც დაგიჭირონ.
ფილოსოფოსის განცხადებით, ისტორიის და იდენტობის დაკარგვის შემდეგ, საზოგადოება ყველაზე მარტივად სამართავია და „დიფ სტეიტის“ ამ მიზანს, ქართული საზოგადოება ნებისმიერ ფასად უნდა შეეწინააღმდეგოს.
„ჩნდება ლოგიკური კითხვა, რომელსაც ასევე ლოგიკური, მარტივი პასუხი აქვს: რას ემსახურება ეს ყველაფერი? რა არის ამის საბოლოო მიზანი?
ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი გახლავთ ის, რომ საქართველო მორალურად, იდეოლოგიურად, დავიდეს ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნების დონეზე, სადაც გენდერის, თუ ოჯახური ღირებულებების შესახებ განსხვავებული, ტრადიციული აზრის ქონის გამო, შესაძლოა სამსახური დაკარგო, ან სულაც დაგიჭირონ…
შედეგად, ამას მოჰყვება ის, რომ გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ლგბტ თემის წევრთა რიცხვი, ძირითადად, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ხარჯზე.
და კიდევ ერთი კითხვა – კი მაგრამ, რაში სჭირდებათ ეს ყველაფერი მათ, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას?
რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ რომ დავკარგოთ სამშობლო, უარი ვთქვათ ისტორიაზე და იდენტობაზე, საბოლოო ჯამში კი იქამდე მივიდეთ, რომ ვეღარ გავერკვეთ, ვინ ქალია და ვინც კაცი. რასაკვირველია, ამ ტიპის ადამიანები, ამ ტიპის საზოგადოება, ყველაზე უღირსი და ყველაზე იოლად სამართავია მათ შორის, რაც კი ისტორიას ახსოვს. იმის მიუხედავად, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების უკან დიპ სტეიტი, იგივე არაფორმალური ოლიგაქრიული მმართველობა დგას, ნებისმიერ ფასად, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების დაცვა იდეოლოგიური შტურმისგან.“ – წერს ზაზა შათირიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში