იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები საბოლოო ჯამში მშვიდობის დამყარებით დასრულდება. მე მინდა უკრაინას და მთლიანად ევროპის კონტინენტს ვუსურვო მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სურამის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობის დარღვევამ ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა რეგიონს, განსაკუთრებით, ევროპის კონტინენტს.
„ჩვენთვის მთავარია, დამყარდეს მშვიდობა ჩვენს რეგიონში. მშვიდობის დარღვევამ ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს რეგიონს, განსაკუთრებით, ევროპის კონტინენტს. ეს არის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები. ჩვენთვის მთავარია, დამყარდეს მშვიდობა. უკრაინისთვის და უკრაინელი ხალხისთვის არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი მშვიდობის დამყარება. იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები საბოლოო ჯამში მშვიდობის დამყარებით დასრულდება. მე მინდა უკრაინას და მთლიანად ევროპის კონტინენტს ვუსურვო მშვიდობა “, – განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს
