“იმედის” ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილს შეცვლის

ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანამდებობას დატოვებს. არხი იუწყება, რომ 1 თებერვალს გაიმართება პარტიის ყრილობა.
“ქართული ოცნების” განახლებული წესდებით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატის წარდგენა შეუძლია საპატიო თავმჯდომარეს. ეს თანამდებობა პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა დაიკავა.
“ჩვენი ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს”, – წერია არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 28 იანვარს გაავრცელა “მთავარი არხის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მ.
ირაკლი ღარიბაშვილი მეორე ვადით საქართველოს პრემიერის თანამდებობას 2021 წლის 22 თებერვლიდან იკავებს. ის მმართველმა პარტიამ მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე მას შემდეგ დაასახელა, რაც იმ დროინდელმა პრემიერმა გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება.
ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში 2012 წელს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მოვიდა. ერთი წლის განმავლობაში იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას, ხოლო 2013 წელს შეცვალა პრემიერის თანამდებობაზე. პრემიერის თანამდებობას ის 2015 წლის ბოლომდე იკავებდა – მან 23 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე, თანამდებობის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება.
ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” მთავრობაში გიორგი გახარიას პრემიერობის დროს დაბრუნდა.
რაც შეეხება ს. ის 2016 წლის მოწვევის პარლამენტში თავმჯდომარის თანამდებობას იაკავებდა. 2021 წლის 21 ივნისს კი თბილისში გამართული მრავალათასიანი აქციის შემდეგ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო – აქციის მონაწილეები მას პასუხისმგებლობას აკისრებდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან ს დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანის გამო.
ირაკლი კობახიძე 2021 წლიდან იკავებს “ქართულ ოცნებაში” თავმჯდომარის თანამდებობას, ასევე არის პარლამენტში ამ პარტიის წარმომადგენელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან