ილონ მასკის ქონება 6 ნოემბერს 26,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა

Tesla-ს დამფუძნებლის, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონება, 6 ნოემბერს, 26,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა -ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ.
ამის შესახებ იტყობინება Bloomberg-ი.
ბიზნესმენებს შორის, რომელთა ქონებაც გაიზარდა არჩევნების შემდეგ, მეორე ადგილზეა კორპორაცია Oracle-ის თანადამფუძნებელი, ლარი ელისონი. მისი ქონება თითქმის 10 მილიარდით მეტი გახდა.
მესამე ადგილზეა Berkshire Hathaway-ს ხელმძღვანელი, უორენ ბაფეტი, რომლის ქონებაც შვიდნახევარ მილიარდზე მეტი დოლარით გაიზარდა.
პირველ ათეულში აღმოჩნდნენ ასევე Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი, რომლის აქტივებიც ერთ დღეში შვიდი მილიარდი დოლარით გაიზარდა და Google-ის თანადამაარსებელი, ლარი პეიჯი ხუთნახევარი მილიარდი დოლარიანი მატებით.
მთლიანობაში, მსოფლიოს ათი ყველაზე მდიდარი ადამიანის აქტივების ღირებულება 63,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
ეს ყველაზე დიდი ზრდაა ერთ დღეში 2012 წლის მერე, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის გამოთვლის დაწყების შემდეგ.
მოგების დიდი ნაწილი მილიარდერებისთვის განაპირობა აქციების ზრდამ -ში. 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით, S&P 500 ინდექსი 2,5%-ზე ავიდა, რაც არჩევნების შემდგომი საუკეთესო მაჩვენებელი გახდა ისტორიაში, აღნიშნავს Bloomberg-ი.
Tesla-ს აქციები ნიუ-იორკში, ოთხშაბათის ვაჭრობის შედეგების მიხედვით, 15%-ით გაიზარდა, რამაც ბოლო წლის განმავლობაში მოგება 32%-მდე გაზარდა. მასკი მონაწილეობას იღებდა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში და რესპუბლიკური პარტიის ხარჯებისთვის 130 მილიონ დოლარზე მეტი გადარიცხა. ტრამპი, თავის მხრივ, გამარჯვების შემთხვევაში, მასკს ოფიციალურ თანამდებობას შეჰპირდა მთავრობაში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო