ილია დარჩიაშვილი სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დღეს, მონაწილეობას მიიღებს სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 41-ე სხდომაში. სხდომას სუამის თავმჯდომარე ქვეყნის – უკრაინის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.
მონაწილეები განიხილავენ უკრაინის თავმჯდომარეობის ფარგლებში სუამის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს და პოლიტიკური, საპარლამენტთაშორისო და სექტორული მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს.
იქამდე, ბრიუსელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალს უმასპინძლა. მასში მონაწილეობა 5 ქვეყნის პირველმა დიპლომატმა, მათ შორის, ილია დარჩიაშვილმა მიიღო. საგარეო საქმეთა მინისტრებმა დახურულ კარს მიღმა იმსჯელეს, როგორი მომავალი აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტს მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების არქიტექტურა შეიცვალა – ბელორუსმა პროექტში მონაწილეობა შეაჩერა, ხოლო საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ გაფართოების კალათაში გადაინაცვლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი