ილია დარჩიაშვილი ოლივერ ვარჰეის შეხვდა

ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და გატარებული რეფორმები, როგორ საკანონმდებლო ისე ინსტიტუციურ დონეზე. აღინიშნა ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევა და მიღწეული შედეგები, – ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საუბარი შეეხო ევროკომისიის გაფართოების ანგარიშსა და რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველოს განესაზღვრა 2023 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით.
“ილია დარჩიაშვილმა ევროკომისარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც ემსახურება ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულებას. საუბრისას, აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს ევროკავშირის მხარესთან აღნიშნული ამოცანების შესრულების კუთხით.
ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა ელოდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის შესახებ. განიხილეს ამ ფორმატში არსებული თანამშრომლობის და ზოგადად ფორმატის სამომავლო განვითარების პერსპექტივები. ამასთან, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, ყურადღება დაეთმო სექტორულ ინტეგრაციას და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში და შეხვედრებს მართავს ევროკომისრებსა და ევროპელ კოლეგებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს ევროკავშირის გარკვეული ლიდერების კრიტიკის საგანი გახდა, რომ თურმე ჩვენ უნდა დაველოდოთ ეუთო/ოდირის დასკვნას – ოღონდ ეს ის ეუთო/ოდირია, რომლის რეალური დასკვნა საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე აღმოჩნდა, რომ საინტერესო არ ყოფილა თურმე და არ აქვს მნიშვნელობა ეუთომ რა თქვა

ორმაგ სტანდარტებზე კი არა, საკუთარ თავზე რომ ირგებენ ყველაფერს, მაგაზეა საუბარი – კანონპროექტების ეტაპზე დაელოდეთ სანამ ეუთო/ოდირი დასკვნებს მოგცემთო, როცა თვითონ არ აწყობთ, ეუთო/ოდირი არაფერს ნიშნავს

ევროკრატებისა და მათი ნაცმარიონეტების მრავალსტანდარტიანობა – არჩევნებზე ეუთო/ოდირის ობიექტური დასკვნა არ აინტერესებთ, ხოლო კანონმდებლობაზე თურმე ეუთო/ოდირს უნდა დაეკითხოს ხელისუფლება