“მინდა ჩამოვწერო ჩემი აზრით რა არის მიზეზები თუ რატომ არ აქვს აზრი ამ ე.წ. არჩევნებზე გასვლას და რატომაა რამის “გამოგლეჯის შესაძლებლობა” მტკნარი ტყუილი – 1


ქოცებმა შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ გაიაზრეს ეს, ამიტომაც ადგნენ გახსნეს დალუქული ხმები კონკრეტულ უბანზე, ჩაყარეს 41-ები, მერე გადათვალეს უბანი ახალად, ჰოი საოცრებავ მოგებული მაჟორიტარი გაგვიუქმეს და ასე და ამგვარად მარტო ნაცები ვეღარ ვაკომპლექტებდით უმრავლესობას. Ana Tsitlidze მგონი არაფერი მეშლება. მაინცდამაინც სხვა პარტიების აღშფოთებაც არ მახსენდება მაგაზე. ახლა ელექტრონულად უფრო მარტივად მოამატებენ თან, ფურცლების ჩაყრაზეც არ მოუწევთ წვალება.
ეჭვი ეპარება ვინმეს რომ იმავეს არ იზამს ბიძინა სულ რომ წააგოს?

ამჯერად მოერიდება და მსგავსებს ვეღარ გაბედავს ქოცი? ვინმეს მართლა გჯერათ?

ერთადერთი გამონაკლისი თეთრიწყარო იყო შარშან და ეგეც გადაზღვეული ჰქონდათ სააპელაციოთი და უზენაესით.
ჰოდა ვინმეს გაქვთ რაიმე არგუმენტი ასე რატომ ვერ მოხდება?
წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ციფრული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ივერი ბალახაშვილი.