ივანიშვილის მაკრონთან გამართული საუბარი ადასტურებს, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია საფრთხის ქვეშ არ დგას, ლიბერალებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ

საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილს და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელიც თითქმის ერთი საათი გრძელდებოდა. საუბრის ფაქტი ადასტურებს, რომ დასავლეთი საქართველოსთან მიმართებით პოზიციებს იცვლის, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ოპოზიციისთვის ეს ფაქტი დიდი მოულოდნელობა და არასასიამოვნო სიახლეა, რაც ასევე ადასტურებს იმასაც, რომ ს ლეგიტიმაცია საფრთხის ქვეშ არ დგას.
“საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილს და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელიც თითქმის ერთი საათი გრძელდებოდა. საუბრის ფაქტი ადასტურებს, რომ დასავლეთი საქართველოსთან მიმართებით პოზიციებს იცვლის, მაკრონმა მზაობა გამოთქვა საქართველოში შექმნილი სიტუაციის განმუხტვაში თავისი პოზიტიური წვლილი შეიტანოს, რაც ოპოზიციისთვის დიდი მოულოდნელობა და არასასიამოვნო სიახლეა.
მაკრონთან გამართული საუბარი ადასტურებს, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია საფრთხის ქვეშ არ დგას. ლიბერალებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ. ივანიშვილმა, მაკრონი აქციების უსაფუძვლობაში და არჩევნების დარღვევების გარეშე ჩატარებაში დაარწმუნა.” – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ვხედავთ, რომ იდეოლოგიური თანხვედრა არსებობს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, რაზეც „ქართული ოცნება“ ხშირად საუბრობდა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენს მოსახლეობასთან და პარტნიორებთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

გვაქვს გონივრული ვარაუდი, რომ მცდელობაა, ინსტიტუცია იყოს მუდმივ რეჟიმში დისკრედიტებული, რათა საზოგადოებაში შეიქმნას აღქმა, განცდა, თითქოს რაღაც მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, თითქოს 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა