“იესოს, ილიას, ვაჟას, შოთას და დავითის სახელით კლავენ საკუთათრ სამშობლო, ეს ფსევდო პატრიოტები” – სულაშვილი

რა უნდა ელაპარაკო ერს, რომელმაც ვეფხისტყაოსნის აფორიზმები ზეპირად იცის (სადღეგრძელოსთვის) მაგრამ ზოგადი წარმოდგენაც არ აქვს იმაზე, რომ მისი ავტორი კოსმოპოლიტიზმის იდეოლოგია, რომელიც კაცობრიობის ინტერესებს, ცალკეული ერის ინტერესებზე მაღლა აყენებს…
რა უნდა ელაპარაკო ერს, რომელსაც ჰყავდა ვაჟა, მაგრამ დღემდე უჭირს იმის გაგება, რომ ეს გენიოსი ერთერთი ყველაზე დიდი ინდივიდუალისტი იყო, რომელიც ბადებდა თავისუფლებების იდეებს…
რა უნდა ელაპარაკო ერს, რომლის ყველაზე საყვარელი მოწოდება “ენა, მამული და სარწმუნოება”-ა, მაგრამ არ იცის, რომ ილია მაღალი ღირებულებების მქონე ლიბერალია…
ვფიქრობ და მართლა გაოცებული ვარ, რა ჯანდაბამ გვაქცია ზეპირ-მესიტყვედ და აზროვნება შეზღუდულ ბრბოდ ერი, რომელსაც საგანძურად ერგო ყველა ის სიკეთე, რაც წინაპირობაა ბედნიერებისთვის?
მსოფლიო მაქვს შემოვლილი და დამეფიცება, რომ არცერთ ქვეყანაში არ შემხვედრია შეძლებული ოჯახი, რომელსაც იმაზე დიდი და საინტერესო ბიბლიოთეკა შეიძლება ჰქონოდა, ვიდრე ჩვენთან რომელიმე საშუალო დონის ოჯახს გააჩნია… და მაინც ასეთი უწიგნურობა?!
მაპატიოს ჩემმა მკითხველმა თუ რამეს ვაჭარბებ. უბრალოდ, ვუყურებ ჩემს ქვეყანას და გული მეგლიჯება, როდესაც ვხედავ იესოს, ილიას, ვაჟას, შოთას და დავითის სახელით, როგორ კლავენ საკუთარ სამშობლოს, ზიზღით, სიძულვილით და ბოროტებით გაჟღენთილი ფსევდო პატრიოტები.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – პრეზიდენტს შეეძლო კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კონკურსის გარეშე დაენიშნა – დაიწყო თეატრის გათამაშება, რამაც ორ ადამიანს შორის ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვია