იენს სტოლტენბერგი – უნგრეთს შეუძლია თებერვლის ბოლოს მოახდინოს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება

უნგრეთს შეუძლია თებერვლის ბოლოს მოახდინოს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„შვედეთის ნატოში წევრობა ალიანსს გააძლიერებს და ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას გაზრდის.
ნათლად გვითხრეს, რომ [უნგრეთის] პარლამენტი ამ საკითხს განიხილავს მაშინვე, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება და მესიჯი ის არის, რომ ამის შემდეგ პარლამენტი მხარს დაუჭერს შვედეთის წევრობას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან აღნიშნა, რომ უნგრეთიდან იმის შესახებ მიიღო მესიჯი, რომ პარლამენტი თებერვლის ბოლოს შეიკრიბება და მას იმაზე აქვს გათვლა, რომ უნგრეთის პარლამენტი მაშინვე მოახდენს შვედეთის წევრობის რატიფიცირებას.
ცნობისთვის, უნგრეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბოლო წევრი სახელმწიფოა, რომელსაც ჯერ არ მოუხდენია შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირება.