იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ უკრაინა ნატო-ს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში შეუერთდება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ თავდაცვის ალიანსს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში შეუერთდება. ამის შესახებ სტოლტენბერგმა სააგენტო DPA-სთან განაცხადა.
სტოლტენბერგს მომდევნო ათი წლის განმავლობაში ალიანსის შესაძლო გაფართოების შესახებ დაუსვეს კითხვა.
„დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინა გახდება მოკავშირე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგს თქმით, რაც უფრო ძლიერი იქნება მხარდაჭერა, მით უფრო მალე შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში.
„ჩვენი მხარდაჭერა რაც უფრო ძლიერი იქნება, მით უფრო სწრაფად შეიძლება დასრულდეს ეს ომი. გრძელვადიან პერსპექტივაში რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას ავიღებთ, მით უფრო მალე შეიძლება დასრულდეს ომი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სამუშაოები ხორციელდება. პარალელურად, მიმდინარეობს მიყენებული ზარალის აღრიცხვა

პრემიერი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი