იდა ბახტურიძე: ბათუმში ჩამოსული ვხვდები უფრო ცხადად, საითაც მიყავთ ეს ქვეყანა. ყველგან რუსია და ჩვენ უცხოებივით დავაბიჯებთ საკუთარ ქვეყანაში

სამოქალაქო აქტივისტი და საინფორმაციო პლატფორმის “ქალები საქართველოდან” ერთ-ერთი დამფუძნებელი იდა ბახტურიძე:
არის “ხარაჩოების”, სამშენებლო ნაგვის და ქაოსის ქალაქი.
ცენტრალური ბათუმის ვერცერთი ქუჩის ტროტუარზე ვერ გავიარეთ ბოლომდე – ქუჩების ორივე მხარე ჩახერგილია კონსტრუქციებით.
ამ ქალაქს პატრონი არ ჰყავს და ამას ადგილობრივები როგორ ითმენენ, შოკში ვარ.
ყველგან შებღვერა რომ გვიწევს, ქართველები ვართ და რუსულად არ გვესაუბრონ, ამაზე ცალკე მიწევს წნევა ყოველჯერზე.
ბათუმში ჩამოსული ვხვდები უფრო ცხადად, საითაც მიყავთ ეს ქვეყანა. რა გველის დანარჩენ საქართველოშიც – ყველგან რუსია და ჩვენ უცხოებივით დავაბიჯებთ საკუთარ ქვეყანაში.