ია ანთაძე: კვლევა ამბობს, რომ თუ სახელისუფლო პარტიამ მეტ-ნაკლებად კონკურენტული არჩევნები სამჯერ ზედიზედ მოიგო, ამის შემდეგ დგება კრიზისული მომენტი…

ჟურნალისტი ია ანთაძე:
თეორიულად, არსებობს საპარლამენტო , რომელშიც მოგებულს წინასწარ ვერ განსაზღვრავ, რადგან ხელისუფლებამაც შეიძლება მოიგოს და ოპოზიციამაც. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში კონკურენტული პოლიტიკური გარემოა.
მაგრამ თუ სახელისუფლო პარტია ხელში იგდებს ყველა საარჩევნო ბერკეტს და იმდენად დომინანტური ხდება, რომ ოპოზიციას მოგების შანსს წინასწარ ართმევს, ამ დროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანაში უკონკურენტო, ჰომოგენური პოლიტიკური გარემოა.
არსებობს ცნობილი ინსტიტუტის – Varieties of Democracy – კვლევა, რომელიც 282 ავტორიტარული ქვეყნის სამოცწლიან გამოცდილებას ეყრდნობა (1946-2010 წლები). ეს კვლევა ამბობს, რომ თუ სახელისუფლო პარტიამ მეტ-ნაკლებად კონკურენტული არჩევნები სამჯერ ზედიზედ მოიგო, ამის შემდეგ დგება კრიზისული მომენტი, როდესაც სახელისუფლო პარტია ან მარცხდება მეოთხე არჩევნებზე, ან იგებს და ეს ნიშნავს, რომ უკვე შექმნა უკონკურენტო, ჰომოგენური გარემო.
თუ მმართველმა პარტიამ შეძლო ზედიზედ მეოთხე არჩევნების მოგება, დგება ხანგრძლივი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მთლიანად ქრება პოლიტიკური კონკურენცია და ოპოზიციური პარტიები არჩევნებში მხოლოდ ფორმალურად მონაწილეობენ.
2024 წლის არჩევნები იყო სწორედ მეოთხე – გარდამტეხი – საპარლამენტო არჩევნები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ მოიგო და დიდი ხნით გაანულა არჩევნებში მისი დამარცხების შესაძლებლობა.
ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასე მოხდა 282 ავტორიტარულ ქვეყანაში.
ამიტომ, ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობთ, წახვიდეთ თუ არა არჩევნებზე ოპოზიციისთვის ხმის მისაცემად, გაიხსენეთ მსოფლიო გამოცდილება, რომ მარტო არ დარჩეთ საკუთარ ეჭვებთან და იმედგაცრუებასთან.