იაგო ხვიჩია: 60 პროცენტი მაშინაც კი არ ჰქონია „ქართულ ოცნებას“, როცა ბიძინა ივანიშვილი წავიდა და მითუმეტეს მაშინ ვერ ექნება, როცა დაბრუნება მოუწია

60 პროცენტი მაშინაც კი არ ჰქონია „ქართულ ოცნებას“, როცა წავიდა და მითუმეტეს მაშინ ვერ ექნება, როცა დაბრუნება მოუწია, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა მ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებას, რომ ხელისუფლება არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ხმების 60%-ს აიღებს.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ამით თავს, ერთმანეთს და მხარდამჭერებს ამხნევებს.
„ოპოზიცია რომ მძიმე დღეშია, ეგ ისედაც ცხადია, ეჭვი არავის არ ეპარება, უბრალოდ, როცა ამას „ქოცები“ ამბობენ, მე ჩემს თავზე არ ვიღებ. როცა ამბობენ, რომ ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია, პირველ რიგში იგულისხმება, რომ მათ იდეები არ გააჩნიათ და მე და ჩემი პარტია ამით განსხვავებულები ვართ.
რაც შეეხება 60%-იან ამბავს, 60 პროცენტი მაშინაც კი არ ჰქონია „ქართულ ოცნებას“, როცა ბიძინა ივანიშვილი წავიდა, და მითუმეტეს მაშინ ვერ ექნება, როცა დაბრუნება მოუწია. შესაბამისად, ისინი თავს, ერთმანეთს და მხარდამჭერებს ამხნევებენ.
მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში ხალხის გადასაწყვეტია, როგორ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება, „ქოც-ნაცურ“ ქვეყანაში თუ რამე განსხვავებულში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.