თქვენი “პრადვინუტი” აზროვნებით, მაინტერესებს, დღეს რომ ხელისუფლება გადადგეს, ვინ მოდის სათავეში თქვენი ხელშეწყობით?! “ხლაპუშკიანი” მოძალადე ბავშვები, თუ მევახშე ხაზარაძე? ან სისხლისმსმელი გვარამია, მელია-სააკაშვილი? თუ ვინ? – მიპასუხეთ!

თქვენი “პრადვინუტი” აზროვნებით, მაინტერესებს, დღეს რომ ხელისუფლება გადადგეს, ვინ მოდის სათავეში თქვენი ხელშეწყობით?! “ხლაპუშკიანი” მოძალადე ბავშვები, თუ მევახშე ხაზარაძე? ან სისხლისმსმელი გვარამია, მელია-სააკაშვილი? თუ ვინ? – მიპასუხეთ!
თბილისის საკრებულოს წევრი მიხეილ ამაშუკელი, მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით წერს:
“გუშის დავდე ვიდეო, სადაც ახალგაზრდა ადამიანი პიროტექნიკას მიშვერით ესვრის სპეცდანიშნულების რაზმს და აღვნიშნე, რომ სამწუხაროა, როდესაც ადამიანები, რომლებიც გურლწფელად გამოხატავენ თავის აზრს, შეხედულებას თუ პოზიციას, არ გმობს აღნიშნულ ძალადობას და პირიქით, ახალისებს ისეთ ფაქტს, რაც იწვევს ფიზიკურ ზიანს მეორე მხარეს მდგომი ადამიანების, ასევე მინდა აღვნიშნო და დავაფიქსირო ჩემი პირადი შეხედულება იმ გადაცდომასთან დაკავშირებით, რასაც ამ დღეების განმავლობაში ვუყურებდი რამდენინე სპეცრაზმელის მიერ!
კატეგორიულად ვგმობ და ვეწინააღმდეგები ნებისმიერი ძალადობის გამოვლინებას, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ვითომ და მშვიდობიანი მოქალაქე იქნება, თუ სპეცრაზმის წევრი, ორივემ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე!.
“ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც კანონი არის უზენაესი და ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე ვალდებულია დაიცვას კანონი!
მოვუწოდებ შესაბამის უწყებას, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები ყველა გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ.
ამ პოსტს ვდებ დიდი გულისწყვეტით, ადამიანები, რომლებიც ჩემთვის ძვირფასები არიან, არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე მგონია, რომ თვალახვეულები მხოლოდ ერთ მხარეს ხედავენ და სამწუხაროდ, რეალობას ვერ აღიქვამენ.
ჩემი გუშინდელი “სთორით” ხაზი გავუსვი კონკრეტულ ფაქტს, რასაც აქაც ვიმეორებ და ჩემდა გასაკვირად აღმოჩნდა, რომ იმდენად გაგაბოროტათ ამ ნეო-ლიბერალურმა და ნეო-ფაშისტურმა პროპაგანდამ, რომ მოზარდებს უწონებთ ძალადობას!
ახალგაზრდა ადამიანებს, ვითომ წინახაზზე მდგომებს, რომლებიც მიზანმიმართულად ზიანს აყენებენ ადამიანებს და არა უსულო საგნებს!
მე არ მინდა ჩემ ქვეყანაში მოძალადე და უსამშობლო ახალგაზრდები იზრდებოდნენ, ლგბტ ახალგაზრდები იზრდებოდნენ, იდენტობადაკარგული, უსიყვარულო, უპატრიოტო და დედაეკლესიის და პატრიარქის მაგინებლები იზრდებოდნები!
გული მწყდება, რომ მთელი ცხოვრება იმას ვწირავ, ამ ქვეყანაში ნათელი მომავალი იყოს ! მშვიდობა იყოს, განვითარება და პროგრესი იყოს! ყველაფერს ვაკეთებდი მე, ცალკეულად ერთი ადამიანი ამისთვის და ყველაფერს გავაკეთებ!
მე, საქართველოს სიყვარული და სიძლიერე მინდა საქართველოს ნათელი მომავლისთვის ვიბრძვი მთელი ჩემი ცხოვრება და არა ევროპისთვის! მე ვიბრძვი ჩემი ქვეყნისთვის!
ჩემი ქვეყნის ღირსებისთვის, ტრადიციებისთვის, სარწმუნოებისთვის და მამულისთვის!
სწორედ ამ იდენტობით და ღირსებით მინდა შემდგომში უკვე ევროკავშირიც და სხვა სიკეთეც თუ სიკეთის მომტანი იქნება ეს ყველაფერი ჩემი ქვეყნისთვის!
არ დაგავიწყდეთ, რომ ჩემმა თაობამ მოუტანა ეს თავისუფლება ამ ქვეყანას, მე, ჩემმა თაობამ და ჩვენი მშობლების თაობამ დავღვარეთ სისხლი იმისთვის, რომ დღეს თქვენ, ახალგაზრდებს მეტი თავისუფლება გქონოდათ, როგორც სიტყვის, ისე გამოხატვის! მაგრამ არა ისე, როგორც თქვენ ამ მონაპოვარს იყენებთ!
ყველაფერთან ერთად იმ ადამიანების პოზიციას ვერ ვიგებ, რომლებიც ცდილობთ, რომ ახსნა მოუძებნოთ რომელ მხარეს დგახართ!
არ გინდათ “ქოცები”? არც არავინ გაძალებთ, მაგრამ იმას მაინც ნუ ამტკიცებთ, რომ ნაცების გვერდით არ დგახართ!
დღეს რომ თქვენი ვითომ და პატრიოტული ნოტით დღევანდელი ევროპის მესვეურების მონობას ითხოვთ და არა თქვენი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს გაძლიერებას და ერთგულებას, მაგ ხალხზე მაქვს საუბარი!
თქვენი “პრადვინუტი” აზროვნებით, მაინტერესებს, დღეს რომ ხელისუფლება გადადგეს, ვინ მოდის სათავეში თქვენი ხელშეწყობით?!
“ხლაპუშკიანი” მოძალადე ბავშვები, თუ მევახშე ხაზარაძე? ან სისხლისმსმელი გვარამია, მელია-სააკაშვილი? თუ ვინ? – მიპასუხეთ!
და ამის მერე, თქვენ არც “ნაცები” გინდათ და არც “ქოცები”! ნაცების თამაშს თამაშობთ და იმასაც ვერ, ან არ აანალიზებთ, რომ თავს აყენებინებთ ქვეყნის მტრებს! ადამიანებს რომლებიც 12 წელია აჯანჯღარებენ ამ ქვეყანას, წამლავენ თქვენ შვილებს და მიზანმიმართულად ძირს უთხრიან ამ ქვეყნის რეპუტაციას, რათა ისევ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება!
მე მწამს და მჯერა, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დგას და იქამდე ვირწმუნებ, სანამ ეს ქვეყანა თავის ღირსეულ ადგილს არ მოიპოვებს ცივილურ ევროპულ სამყაროში!
გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს!
გაუმარჯოს ჩვენს ისტორიას!
გაუმარჯოს ჩვენს ტრადიციებს!
გაუმარჯოს ჩვენს დედა ეკლესიას!
გაუმარჯოს ჩვენს პატრიარქს!
ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა ჩვენი ღირსებით!”- წერს მიხეილ ამაშუკელი.