თუ არაფერია დასამალი, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახადონ, ვინ, რა მიზნით და რა მოცულობით ფინანსდება შვეიცარიის საბიუჯეტო სახსრებით. ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი დონორობის საბაზისო ტესტი

თუ არაფერია დასამალი, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახადონ, ვინ, რა მიზნით და რა მოცულობით ფინანსდება შვეიცარიის საბიუჯეტო სახსრებით. ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი დონორობის საბაზისო ტესტი
თუ არაფერია დასამალი, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახადონ, ვინ, რა მიზნით და რა მოცულობით ფინანსდება შვეიცარიის საბიუჯეტო სახსრებით. ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი დონორობის საბაზისო ტესტი, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მრავალჯერადი საჯარო მიმართვის მიუხედავად, ზოგიერთი დონორის მსგავსად, არც შვეიცარიის საელჩო ასაჯაროებს, თუ ვის და რა მიზნით აფინანსებს.
,,მორიგი ცრუ ნარატივი FARA-ს ამერიკულ კანონთან დაკავშირებით.
საზოგადოებას შევახსენებ, რომ მრავალჯერადი საჯარო მიმართვის მიუხედავად, ზოგიერთი დონორის მსგავსად, არც შვეიცარიის საელჩო ასაჯაროებს, თუ ვის და რა მიზნით აფინანსებს. ეს მაშინ, როცა არსებობს ფაქტები, როცა უცხოური ფული სიძულვილის, ძალადობის და პროპაგანდის დასაფინანსებლად გამოიყენება, რაც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების მშვიდობიან განვითარებას.
ჩავთვალოთ, რომ ეს კიდევ ერთი მიმართვაა შვეიცარიის საელჩოს მიმართ – თუ არაფერია დასამალი, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახადონ, ვინ, რა მიზნით და რა მოცულობით ფინანსდება შვეიცარიის საბიუჯეტო სახსრებით. ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი დონორობის საბაზისო ტესტი“, – წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიალოგი, რომელიც მიმართული იქნება პოზიციების დაახლოებისკენ, საუკეთესო გამოსავალია, თუმცა ევრობიუროკრატიას ამ ეტაპზე ვითარების გამწვავების და საქართველოს მოსახლეობაზე შანტაჟის ენით საუბრის პერიოდი უდგას

რატომ არ უნდა გვინდოდეს ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობა? მაგრამ არა ისე, რომ რადგან პატარა ქვეყანა ვართ, ვიღაცამ ზემოდან გადმოგვხედოს და დავალებები მოგვცეს, გაწიროს ჩვენი ქვეყანა თავისი ინტერესების გასატარებლად