თურქეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ესხმიან თავს ერდოთანის “სამართლიანობისა და განვითარების” პარტიის წევრები ოპოზიური “მუშათა პარტიის” წევრს, აჰმედ სიქს. ინციდენტში სხვა დეპუტატებიც ჩაერთვნენ და საბოლოოდ, კონფლიქტი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
ოპოზიციონერ დეპუტატს მმართველი პარტიის წევრები მას შემდეგ დაესხნენ თავს, რაც მან ანტისამთავრობო აქციაზე დაკავებული დეპუტატის გათავისუფლება მოითხოვა. საუბარია ჯან ატალაიზე, რომელიც 2022 წელს ხელისუფლების დამხობის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალდებულას უარყოფს. თუმცა, სასამართლომ მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2023 წელს ატალაი “მუშათა პარტიის” სახელით იყრიდა კენჭს და პარლამენტის წევრადაც აირჩიეს. თუმცა, პარლამენტმა მას მანდატი გააუქმა. 1-ელ აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლომ ბათილად ცნო მისთვის მანდატის გაუქმების გადაწყვეტილება. ამის შემდეგ, ატალაის თანაპარტიელებმა მისი ციხიდან გამოშვება და პარლამენტში შესაძლებლობა მოითხოვეს. მოთხოვნამ უმრავლეობის დეპუტატების გაღიზიანება და დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია.
