თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის 75 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის რეზერვი აღმოაჩინა

თურქეთის პრეზიდენტის, ს განცხადებით, თურქეთმა შავ ზღვაში ბურღვითი სამუშაოების დროს ბუნებრივი აირის 75 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის რეზერვი აღმოაჩინა.
“ამ აღმოჩენით ჩვენ დავაკმაყოფილებთ თურქეთის სახლების ბუნებრივი აირის საჭიროებებს 3.5 წლის განმავლობაში”. – თქვა ერდოღანმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე სტამბოლში.
ერდოღანის თქმით, ბუნებრივი აირის რეზერვი, რომლის ეკონომიკური ღირებულება დაახლოებით $30 მილიარდია, Goktepe-3 ჭაბურღილში აღმოაჩინეს, 3500 მეტრის სიღრმეზე.
როგორც Reuters წერს, თურქეთის მიერ შავ ზღვაში არსებული საქარიის საბადოდან ბუნებრივი აირის მოპოვების დღიური მაჩვენებელი საკუთარ მაქსიმუმზეა; ყოველდღიურად საბადოდან 9.5 მილიონი კუბური მეტრი აირის ექსტრაქცია ხდება.
თურქეთი, რომელიც საჭირო ენერგოპროდუქციის 90%-ს სხვა ქვეყნებისგან შეისყიდის, ქვეყნის შიგნით არსებული რესურსების განვითარებითა და ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების გზით იმპორტის შემცირებასა და ენერგომომარაგების სტაბილურობის გაუმჯობესებას ცდილობს.
tabula.ge