თურქეთი უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებას გეგმავს, რომელიც შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

კანონპროექტი თურქეთის მმართველმა პარტიამ მოამზადა. საკანონმდებლო ინიციატივა პატიმრობას ითვალისწინებს მათთვის, ვინც „სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მუშაობს“. ინიციატორი მმართველი პოლიტიკური ძალა, ,,სამართლიანობისა და განვითარების პარტიაა’’. ,,უცხოური გავლენის წინააღმდეგ” კანონპროექტს თურქეთის პარლამენტი უახლოეს დღეებში განიხილავს. ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები დოკუმენტს ბუნდოვანს უწოდებენ და მის ფორმულირებას აკრიტიკებენ. მათი შეფასებით, კანონი შეიძლება განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყოს გამოყენებული.