თურქეთის განცხადებით, ერდოანმა და ტრამპმა განიხილეს უკრაინის, სირიის, თავდაცვის საკითხები

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოანმა სატელეფონო საუბარი გამართა -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, განხილულ იქნა უკრაინის ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევისა და სირიაში სტაბილურობის აღდგენის საკითხები – იუწყება ერდოანის ოფისი 16 მარტს, ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო როიტერსი.
განცხადების თანახმად, ერდოანმა ტრამპს უთხრა, რომ თურქეთი მხარს უჭერს მის “გადამწყვეტ და პირდაპირ ინიციატივებს” ომის დასასრულებლად რუსეთსა და ს შორის და რომ თურქეთი კვლავაც ესწრაფვის “სამართლიან და მდგრად მშვიდობას”.
ერდოანმა ასევე ისაუბრა “სირიისთვის სანქციების მოხსნაში ერთობლივი წვლილის მნიშვნელობაზე, სტაბილურობის აღსადგენად, ახალი ადმინისტრაციის ფუნქციურობის მისაღწევად და ნორმალიზაციის მხარდასაჭერად” – ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ეს სირიელებს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.
თურქეთი აშშ-სგან მოელის ტერორიზმთან ბრძოლის ნაბიჯებს, თურქეთის ინტერესების გათვალისწინებით – ნათქვამია განცხადებაში.
სირიაში ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან, “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში აშშ არის მოკავშირე სირიის ქურთთა ძალებისა, რომლებსაც თურქეთი ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევს. თურქეთი მწვავედ აკრიტიკებდა აშშ-ის ამ პოზიციას და ამას უწოდებდა ნატოელი მოკავშირის ღალატს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ ჩხრეკაზე – ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა,როგორ აწუხებს „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების პროტესტი – ვაგროვებთ ყველა მონაცემებს, რათა უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს დაუწესდეთ სანქციები

არასამთავრობო ორგანიზაციები ჩხრეკაზე – ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა – მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია