თურქეთიდან საქართველოში სამკურნალო და სარეცხი საშუალებების იმპორტი თითქმის გაორმაგდა – რას ვყიდით და ვყიდულობთ

თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. იანვარ-ნოემბერში თურქეთის წილი საქართველოს ექსპორტში 7%-ია (388.5 მლნ. დოლარი), ხოლო იმპორტში 16.6%-ი (2.3 მლრდ აშშ დოლარი).
აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგდა თურქეთიდან საქართველოში სამკურნალო და სარეცხი საშუალებების იმპორტი, ხოლო თითქმის განახევრდა ფეროშენადნობების ექსპორტი.
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი, რომელიც თურქეთში გადის:
· ელექტროენერგია – $94 მლნ;
· ტრიკოტაჟის ნაწარმი – $52.8 მლნ;
· ტრიკოტაჟის კოსტუმები და კომპლექტები მამაკაცისთვის – $32 მლნ;
· ფეროშენადნობები – $30.7 მლნ.
· ალუმინის ნარჩენები და ჯართი – $11 მლნ.
უმსხვილესი საიმპორტო საქონელი, რომელიც თურქეთიდან შემოგვაქვს:
· სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – $136 მლნ;
· მსუბუქი ავტომობილები – $78.9 მლნ
· შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები – $56 მლნ
· სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – $53 მლნ;
· სარეცხი და საწმენდი საშუალებები – $43.6 მლნ.