თურმე ამისთვის გამოყოფილი იყო ძალიან დიდი ფული, რომ რუსული კანონი დაერქმიათ ამერიკულისთვის და მსგავს მავნებლობებში იხარჯებოდა მხოლოდ და მხოლოდ USAID-ის მხრიდან 43 მილიონამდე

თურმე ამისთვის გამოყოფილი იყო ძალიან დიდი ფული, რომ რუსული კანონი დაერქმიათ ამერიკულისთვის და მსგავს მავნებლობებში იხარჯებოდა მხოლოდ და მხოლოდ USAID-ის მხრიდან 43 მილიონამდე
თურმე ამისთვის გამოყოფილი იყო ძალიან დიდი ფული, რომ რუსული კანონი დაერქმიათ ამერიკულისთვის და მსგავს მავნებლობებში იხარჯებოდა თურმე მხოლოდ და მხოლოდ USAID-ის მხრიდან, ამერიკული წყაროების მიხედვით, 43 მილიონამდე, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მ „იმედი LIVE“-ში.
წამყვანმა მას ჰკითხა, რატომ დადგა დღის წესრიგში FARA-ს ზუსტი ასლი გაჩნდეს ქართულ კანონმდებლობაში.
„მოგეხსენებათ, უკვე გვაქვს კანონი, რომელიც ძალაშია შესული და მართლა პატიოსანი ვინც იყო, მცირე თანხებს იღებდა, კანონმორჩილია და გადატრიალება არ უნდა მაინც და მაინც ამ ქვეყანაში, ასეთი ხალხი უფრო დარეგისტრირდა. ვინც მსხვილი „ენჯეოა“, დიდ თანხას იღებდა და იმ სკანდალის უშუალო თანამონაწილეა, რაც დღეს -დან გასკდა, არცერთი დარეგისტრირებული არაა. კანონი, რომელიც ძალაშია და პრაქტიკულად არც ამოქმედებულა, პრევენციულ მხარეს მაინცდამაინც ვერ აკმაყოფილებს. წინასწარ ამბობენ, რომ გვირჩევნია დავჯარიმდეთ, ოღონდ გამჭვირვალე არ იყოს ჩვენი საქმიანობაო. დღეს უკვე მტკიცება და არგუმენტებიც არ არის საჭირო, რისი და რატომ ეშინიათ, გასაგებია. ამაზე ჩვენ კი აღარ ვსაუბრობთ, საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლობა.
სპეციალურად არ გავცემ არცერთ დეტალზე კითხვას პასუხს, რომ ხალხი ბოლომდე გაერკვეს იმ მავნებლობაში, რაც ორი წლის განმავლობაში ჩაიდინეს იმ ადამიანებმა, ვინც ამის [კანონის] წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. თურმე ამისთვის გამოყოფილი იყო ძალიან დიდი ფული, რომ რუსული კანონი დაერქმიათ ამერიკულისთვის და მსგავს მავნებლობებში იხარჯებოდა თურმე მხოლოდ და მხოლოდ USAID-ის მხრიდან, ამერიკული წყაროების მიხედვით, 43 მილიონამდე“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ცდილობს მოდურ მოვლენად წარმოაჩინოს მარიხუანისა და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოხმარება – ჩვენი ვალია ჩვენი ქვეყნის წინაშე, მაქსიმალურად დავუპირისპირდეთ ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგს და დავიცვათ ჩვენი საზოგადოება

მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ

ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება