თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში რამდენიმე სტუდენტია შესული.
მათ ერთ-ერთი აუდიტორიიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.
სტუდენტების განცხადებით, ისინი თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ და შენობაში ღამის განმავლობაში დარჩენას გეგმავენ.
“მთავარი მიზანია, ჯაბა სამუშია გადადგეს. ჯაბა სამუშია უნდა გადადგეს და საერთოდ, უნდა გაიწმინდოს თსუ რეჟიმისთვის მორჩილი მედროვე ადამიანებისგან”, – განაცხადა “დაფიონის” წევრმა ზვიად ცეცხლაძემ.
ამასთან, ისინი მოუწოდებენ ჭავჭავაძის გამზირზე მყოფ სტუდენტებს, შევიდნენ უნივერსიტეტის შიგნით.
აქციიის მონაწილეებმა აუდიტორიაში მყოფი სტუდენტები გააფრხილეს, იყვნენ ფრთხილად, რადგან პოლიცია უკვე შევიდა აუდიტორიაში მათ გამოსაყვანად.
