თორნიკე ართქმელაძე – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არალეგიტიმურ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით არც ერთ შემთხვევაში არ მიმართავენ

ამ წერილის ავტორი ქვეყნები არიან ჩვენი ქვეყნის დიდი ხნის მეგობრები და მრავალი წელია აკეთებენ ყველაფერს, რათა ამ ქვეყანაში მინიმალური დემოკრატია მაინც არსებობდეს – ევროკავშირი არ არის გეოგრაფიული ორგანიზაცია, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაცია და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ერთხმად მიიღება. როდესაც ვაცხადებთ, რომ გვსურს ამ ორგანიზაციის წევრობა, უნდა დავაკმაყოფილოთ მოთხოვნები, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თორნიკე ართქმელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც 17 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ისინი ითხოვენ, რომ ქვეყანაში კანონისა და სამართლის უზენაესობა, არსებობდეს.
„ამ წერილის ავტორი ქვეყნები არიან ჩვენი ქვეყნის დიდი ხნის მეგობრები და მრავალი წელია აკეთებენ ყველაფერს, რათა ამ ქვეყანაში მინიმალური დემოკრატია მაინც არსებობდეს. რას ითხოვენ ეს ქვეყნები? – რომ ამ ქვეყანაში კანონისა და სამართლის უზენაესობა იყოს, არჩევნები არსებობდეს, რომელიც ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს და არა ისეთს, როგორც 2024 წლის 26 ოქტომბერს იყო, როცა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მიიტაცა. ითხოვენ, რომ აქციაზე გასულ ადამიანებს, სპეცდანიშნულების რაზმები სახის ძვლებს არ ულეწავდნენ. ევროკავშირი არ არის გეოგრაფიული ორგანიზაცია, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაცია და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ერთხმად მიიღება, როდესაც ვაცხადებთ, რომ გვსურს ამ ორგანიზაციის წევრობა, უნდა დავაკმაყოფილოთ მოთხოვნები“,- განაცხადა თორნიკე ართქმელაძემ.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს საპასუხო განცხადებას, პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის – ა.
„2024 წლის 28 ნოემბერს მათ პირდაპირ თქვეს, რომ არ სურთ იმ ცივილიზაციის ნაწილი იყვნენ, რასაც ევროკავშირი ჰქვია. პირდაპირ თქვეს, რომ აღარ აპირებდნენ მოლაპარაკებების გაგრძელებას და ევროპას ზურგი აქციეს. ამ ნაბიჯს კი მთელი რიგი რეპრესიული მექანიზმების ამოქმედება მოჰყვა – სასამართლოების მედიებისგან დაკეტვა, ქუჩაში აქტივისტების დევნა, ადამიანთა დასახიჩრება, ეს კი იმის საპირისპიროა, რასაც ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს. სუვერენიტეტზე ხშირად საუბრობენ, რაც პროპაგანდისტული ნარატივია. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს 250 წელია ემუქრება – რუსეთია, საითაც „ქართული ოცნება“ მიილტვის და ყოველი მისი ნაბიჯი არის რუსეთთან დაახლოებაა და ევროკავშირთან დაშორება“,- განაცხადა თორნიკე ართქმელაძემ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, თორნიკე ართქმელაძე ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებასა და შეწყალების თაობაზე ს შეთავაზებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, არცერთ შემთხვევაში ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნა არ იქნება.
და ბადრი ჯაფარიძე მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით არც ერთ შემთხვევაში არ მიმართავენ. გახსოვთ, როდის გამოვაცხადეთ ამ შეთავაზებაზე ჩვენი პასუხი, დაახლოებით 15 წუთში, ირაკლი კუპრაძემ ნათლად მიუთითა „ქართულ ოცნებას“ ის მიმართულება, საითაც უნდა წასულიყო, თან ისე, რომ დაპატიმრებულ ლიდერებთან კომუნიკაცია არ გვქონია. რა თქმა უნდა, შემდეგ შედგა კომუნიკაცია და იგივე პოზიცია გვაქვს – ჩვენ ეჭვი არ შეგვპარვია, რომ ჩვენი ლიდერები არალეგიტიმურ პრეზიდენტს არ მიმართავდნენ“,- განაცხადა თორნიკე ართქმელაძემ.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ შორის თანამშრომლობაზე შეთანხმებას, მისი თქმით, დეტალებთან დაკავშირებით საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს ინფორმაციას.
„ამ საკითხზე ინფორმაციის გავრცელებას, რა თქმა უნდა, თავისი ფორმები, დრო და წესი აქვს, ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ მნიშვნელოვან დეტალს, თუმცა სხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკება გვაქვს – როგორებისაა და პოლიტიკურად აქტიურ წევრებთან. ჩვენ ვაპირებთ ყველას ვესაუბროთ, თუმცა როდის და რა კუთხით მოხდება თანამშრომლობა, ამას საზოგადოება ეტაპობრივად გაიგებს“,- განაცხადა თორნიკე ართქმელაძემ.