თვალჭრელიძეზე დაკავებული ორი აქტივისტი 5 000-5 000 ლარით დააჯარიმეს

თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებული ორი აქტივისტი – დათუნა დანელია და გიორგი დუმბაძე 5 000-5 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
მანამდე მოსამართლე ცეკვავამ თვალჭრელიძის ქუჩიდან გამოსახლებულები და დაკავებულები 2 000-2 000 ლარით დააჯარიმა.