თეონა აქუბარდია – აბსოლუტურად არ იქნება გასაკვირი, თუ საკადრო ცვლილება განხორციელდება, რადგან მეორედ მობრუნებულმა ივანიშვილმა კორუფციის რისკებზე ისაუბრა

აბსოლუტურად არ იქნება გასაკვირი, თუ ამგვარი [საკადრო] ცვლილება განხორციელდება, რადგან მეორედ მობრუნებულმა ივანიშვილმა კორუფციის რისკებზე ისაუბრა – ტაქტიკური სვლებით გრძელვადიან თამაშს თამაშობს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერის პოსტზე, შესაძლოა, ირაკლი მ ჩაანაცვლოს, მმართველი პარტიის თავმჯდომარე კი, ბიძინა ივანიშვილის შვილი, უტა ივანიშვილი გახდეს.
როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ივანიშვილი, როცა მას სჭირდება, საჭადრაკო დაფაზე ფიგურებს გადააადგილებს, თუმცა „საბოლოოდ ქვეყანაში მდგომარეობა არათუ უმჯობესდება, არამედ უარესდება“.
„საჭადრაკო დაფაზე პაიკების ცვლა არის ის ტაქტიკა, რომელსაც აქამდე ბიძინა ივანიშვილი იყენებდა პარტიის მოსაგებად და ეს ყოველთვის წარმატებულად გამოსდიოდა. აბსოლუტურად არ იქნება გასაკვირი, თუ ამგვარი ცვლილება განხორციელდება, რადგან მეორედ მობრუნებულმა ივანიშვილმა ასევე კორუფციის რისკებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი თავისი ოჯახის სიმდიდრესთან დაკავშირებით შეიძლება გახდეს სამიზნე. რაც შეეხება ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს, მახსოვს ბიძინა ივანიშვილის ვრცელი წერილები და უტა ივანიშვილის სახელი და გვარი. არც ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ მოცემულობაში ბიძინა ივანიშვილი ტაქტიკური სვლებით გრძელვადიან თამაშს თამაშობს. მგონი, საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ახლად დანიშნული პაიკი ივანიშვილის ხელში. ივანიშვილს როცა სჭირდება გადააადგილებს ფიგურებს და საბოლოოდ ქვეყანაში მდგომარეობა არათუ უმჯობესდება, არამედ უარესდება. ამიტომ, მთავარი პრობლემა ივანიშვილის მმართველობა და ოლიგარქიული მმართველობის ის ფორმაა, რომელიც ქვეყანაშია, ამიტომ მნიშვნელობა არ ექნება, ვინ დაიკავებს პრემიერის პოზიციას. მთავარია, რომ ოლიგარქიული მმართველობა დასრულდეს 2024 წლის ს მეშვეობით”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.