თენგო გოგოტიშვილი: აღსრულების ბიუროს როგორი ვაჟკაცი ბოევიკები ჰყოლია! ჰოდა, გაუშვით ახლა ეგ თქვენი ბოევიკები “რუსთავი 2”-ში (სანდრო ეულის ქუჩაზე) და ამოიღეთ ჩემი კუთვნილი ფული!

ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი:
,,აღსრულების ბიუროს როგორი ვაჟკაცი ბოევიკები ჰყოლია! რა მაგრად დალეწა და გამოასახლა ხალხი!
ჰოდა, ამ ბიუროს მივმართავ ახლა:
3 თუ 4 წელია, მოგებული მაქვს ყველა ინსტანცია, უზენაესი სასამართლოს ჩათვლით, რუსთავი 2-ისთვის.
ხელფასის ვალი აქვთ ჩემი 3 ათას ლარზე მეტი, რომელიც ორ-სამჯერ გაიზარდა ჯარიმებით უკვე.
2 ან 3 წელია, საქმე გადმოცემულია თქვენი სააღსრულებო ბიუროსთვის, მაქვს გადახდილი სახელმწიფო გადასახადი, რომ აღსრულებაში მიგეღოთ (ანუ – თუ გინდა, რომ ფული ამოიღონ, იქით უნდა გადაუხადო), მაგრამ ტრაკი არ აგიწევიათ აქამდე.
ჰოდა, გაუშვით ახლა ეგ თქვენი ბოევიკები “რუსთავი 2”-ში (სანდრო ეულის ქუჩაზე) და ამოიღეთ ჩემი კუთვნილი ფული!
ჩემი ათობით კოლეგისაც, რომელსაც ასევე აქვს მოგებული ყველა ინსტანციის სასამართლო.
მით უფრო, ახალი მინისტრი გყოლიათ, პაატა სალია – მაგან ყველაზე კარგად იცის, სად ინახავს ფულს “რუსთავი 2”.
ჩემი ანგარიშის ნომერი გაქვთ, ვიცი.“

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს