“თეთრი სიკვდილი” – სნაიპერი, რომელმაც 507 მოკლულით ერთგვარი რეკორდი დაამყარა” – ბატიაშვილი

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
ზუსტად 84 წლის წინ, 1939 წლის 30 ნოემბერს საბჭოთა კავშირმა 21 დივიზიით დაიწყო მასიური შეტევა ფინეთზე, რაც ისტორიაში შევიდა “ზამთრის ომის” სახელით.
საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა -45 გრადუსის პირობებში. ფინელებმა, ლეგენდარული მხედარმთავარ მანერჰეიმის ხელმძღვანელობით მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს წითელ არმიას.
ისინი აქტიურად იყენებდნენ პარტიზანული ბრძოლის მეთოდებს. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა სნაიპერმა სიმო ჰაიჰამ (ზედმეტსახელად “თეთრი სიკვდილი”), რომელმაც სნაიპერული შაშხანით 507 საბჭოთა მებრძოლი მოკლა და ამით ერთგვარი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.
საერთო ჯამში ფინელებმა ორთვენახევარში 127 ათასი საბჭოთა ჯარისკაცი გაანადგურეს, ხოლო 208 ათასი დაჭრეს.
ამ არნახული ზარალის შემდეგ მოსკოვმა გადაიფიქრა მთელი ფინეთის ოკუპაცია, თუმცა ჩამოაჭრა მას ტერიტორიის 11%. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 430 ათასი ფინელი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები და ფინეთის შიდა რეგიონებში გადასახლდა.
ფინეთს დამოუკიდებლობის შენარჩუნება 26 ათასი საკუთარი ჯარისკაცის სიკვდილის ფასად დაუჯდა. მაგრამ ქვეყანა გადარჩა.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! 🇫🇮🇫🇮🇫🇮

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!