თეა კახიანი: გთხოვთ, 2025 წლის 17 მაისიდან, გამათავისუფლოთ დაკავებული პოზიციიდან პირადი განცხადების საფუძველზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის მენეჯერი თეა კახიანი, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პირადი განცხადების საფუძველზე არხს ტოვებს.
ამის მიზეზად კი მმართველი პარტიის მიმართ პირველი არხის მიკერძოებასა და აღნიშნულის გამოსწორების თაობაზე მცდელობების რეაგირების გარეშე დატოვებას ასახელებს.
💬 „საქართველოს პირველი არხის შიდა მონიტორინგის ფარგლებში წარმოებული კვლევების და ეუთო-ოდირის 2024 წლის საპარლამენტო ს ანგარიშის დასკვნების მიხედვით საქართველოს პირველი არხი ავლენს მიკერძოებას მმართველი პარტიის მიმართ და შესაბამისად ვეღარ პასუხობს კანონით დადგენილ ინსტიტუციურ მოთხოვნებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაო პროცესში თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია რადგან არ აღმოჩნდა ვითარების გამოსწორების საფუძველი და არც სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისთვის, მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ჩემს მიერ გაგზავნილი ვრცელი წერილი გახდა სათანადო რეაგირების საგანი, იძულებული ვარ მივიღო ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება.
ვთვლი, რომ არსებულ ვითარებაში მონიტორინგის სამსახურმა დაკარგა მისთვის მინიჭებული ფუნქცია და მოცემულ პირობებში მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება არა მხოლოდ აზრს მოკლებულია, არამედ ინსტიტუციური ღირებულებების უარყოფის თანამონაწილეობას ნიშნავს.
გამომდინარე აქედან, გთხოვთ, 2025 წლის 17 მაისიდან, გამათავისუფლოთ დაკავებული პოზიციიდან პირადი განცხადების საფუძველზე“, – წერს კახიანი წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – პოლიტიკური პარტიებისთვის ჩემი რჩევა იყო, რომ ამ არჩევნების იგნორირება მოეხდინათ – პრაქტიკულად არავინ მონაწილეობს და ისინი, ვინც მონაწილეობენ, ამას მთავრობის მხრიდან ზეწოლის ფონზე აკეთებენ

შალვა პაპუაშვილი – ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია – „ნაციონალური მოძრაობა“ დემოკრატიული წესწყობილების მტერია