თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება | ჩამონათვალი

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება – ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია “თელასი” ავრცელებს:
მთაწმინდის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, ჩიტაძის, ჭონქაძის, ჩაიკოვსკის, ვეძინის, ბათუ კრავეიშვილის, კოტეტიშვილის, დიმიტრი ყიფიანის, სერგო ფარაჯანოვის, ბესიკის, პაოლო იაშვილის, ბერიძის, არსენას, მესხის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, ჩიტაძის, ჭონქაძის, ჩაიკოვსკის, ვეძინის, ბათუ კრავეიშვილის, კოტეტიშვილის, დიმიტრი ყიფიანის, სერგო ფარაჯანოვის, ბესიკის, პაოლო იაშვილის, ბერიძის, არსენას, მესხის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მეფე არჩილის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მაზნიაშვილის, სუნდუკიანის, კუკური ჭოხონელიძის და თამაზ გამყრელიძის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის, ყიფშიძის, გაბაშვილის და ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩების მოსახლეობას.