თბილისში “ადამიანის უფლებების სწავლების ევროპული ციფრული პლატფორმის” პრეზენტაცია გაიმართა

თბილისში “ადამიანის უფლებების სწავლების ევროპული ციფრული პლატფორმის” პრეზენტაცია გაიმართა. ადამიანის უფლებათა ეროვნული გზამკვლევი საზოგადოებას სთავაზობს ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
პროექტი, საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის, ლატვიის საელჩოსა და ბალტიის ადამიანის უფლებათა საზოგადოების ჩართულობით შეიქმნა.
ღონისძიება ლატვიის რესპუბლიკის ელჩმა გახსნა.
“ჩვენი ექსპერტები დაუღალავად მუშაობდნენ იმისთვის, რათა შეექმნათ ადამიანის უფლებების განათლების ისეთი პლატფორმა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის, რომლის მიზანიც არის ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების განათლებას საქართველოში,” – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ხელმძღვანელი იოსებ ედიშერაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილმა არ გაითვალისწინა სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, იმიტომ რომ სათქმელი არაფერი აქვს პროკურატურასთან, არჩევნები ჩატარდა უპრეცედენტოდ ხარისხიანად