თბილისის ქუჩების ნაწილს, დღეს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 30 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ლეჟავას ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
