“თბილისის მშრალი პორტი” ოპერირებას მაისიდან იწყებს – კომპანიამ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოსგან ავტორიზაცია მიიღო

„თბილისი დრაი პორტს” (Tbilisi Dry Port) მისასვლელი ლიანდაგით სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ოპერირებას მაისიდან იწყებს. სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, სწორედ ისაა პირველი კომპანია, რომელზეც უსაფრთხოების ავტორიზაცია გაიცა.
საქმე ისაა, რომ მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესის თანახმად, 2025 წლის 1 იანვრიდან მისასვლელი ლიანდაგის მფლობელები, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირებისთვის უნდა ფლობდნენ უსაფრთხოების ავტორიზაციას.