თბილისის მერიის პირადი კონსულტანტის მომსახურების საფასური 6 000-იდან 30 000 ლარამდე იქნება

1-ელი აპრილიდან თბილისში მერიის პირადი კონსულტანტის მომსახურების სერვისი ამოქმედდა. როგორც დედაქალაქის მერმა მ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირადი კონსულტანტის მომსახურება მინიმუმ 3-თვიანი იქნება და 1 ჰა-მდე მიწის ფართობზე 6 000 ლარი ეღირება და მიწის ფართობის მიხედვით 30 000 ლარამდე გაიზრდება.
მისი თქმით, მერიის პირადი კონსულტანტები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ინდივიდუალურ რეჟიმში მოემსახურებიან.
„თითოეულ განაცხადზე მომსახურების გაწევის მინიმალური პერიოდი 3 თვე იქნება. 1 ჰა-მდე მიწის ნაკვეთისთვის 3 თვეზე იქნება 6 000 ლარი. 1-იდან 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთისთვის – 12 000 ლარი, ხოლო 5 ჰა-ზე მეტი მიწის ნაკვეთისთვის საფასური იქნება 30 000 ლარი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის პირადი კონსულტანტები განმცხადებლებს ინფორმაციას მიაწვდიან მერიის სერვისებზე, სამართლებრივ საკითხებსა და მუნიციპალიტეტის მუშაობის სპეციფიკაზე, რაც მერის განცხადებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საწარმოო პროცესს გაუადვილებს. პირადი კონსულტანტის აყვანა წარმოების ნებისმიერ ეტაპზე იქნება შესაძლებელი.