თანამედროვე ქართველი ავტორები და ანსამბლი „შვიდკაცა“ ლიტერატურული ტურნეს ფარგლებში ქუთაისში მკითხველს შეხვდებიან

წიგნი და მუსიკა – ამ სახელწოდებით გამომცემლობა “პალიტრა L” საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ საღამოს ამზადებს. 26 ივლისს თანამედროვე ქართველი ავტორები და ანსამბლი „შვიდკაცა“ ლიტერატურისა და მუსიკის მოყვარულებს ქუთაისში, რესტორან “გელათი რეზიდენსში” საოცარ საღამოზე შეხვდებიან.
ღონისძიება “პალიტრა L-ის” ლიტერატურული ტურნეს ფარგლებშია დაგეგმილი. შეხვედრაზე მისული სტუმრები გემრიელი ფურშეტისა და სასმლის თანხლებით საყვარელ თანამედროვე ავტორებს შეხვდებიან. თითოეულ ავტორთან შეხვედრას 1 საათი დაეთმობა. საღამოს განრიგი ასეთია:
· 17:00 – გიორგი კეკელიძე, “გურული დღიურები”
· 18:00 – თეონა დოლენჯაშვილი, “მეამბოხე”
· 19:00 – ლელა ლაშხი, “ნეირონი”
· 20:00 – რამაზ გიგაური, “ბედნიერების ხელოვნება”
ავტორები საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრებენ, მკითხველის შეკითხვებს უპასუხებენ, მათთან სამახსოვრო ფოტოებს გადაიღებენ და ავტოგრაფებსაც დაარიგებენ. შეხვედრა არაფორმალურ ფორმატში ჩატარდება, რაც მკითხველს საყვარელ ავტორებთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობას მისცემს.
21:00 საათიდან კი საღამოს ანსამბლი “შვიდკაცა” გააფორმებს მუსიკალურად.
ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: http://short.palitra.ge/860PjuY2
ლიტერატურული ტურნე ქუთაისში გელოდებათ!
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში