ჩემი 30 წლიანი პროფესიული კარიერის განმავლობაში არ მინახავს ამდენი ადამიანი ასეთი ერთსულოვანი, ასეთი შეკრული, ასეთი გაერთიანებული. ეს ერთიანობა იგრძნობოდა თვალებში, ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობდით, ერთი მიმართულებით ვიყურებოდით. აქ მდგომ ადამიანებს გვაერთიანებდა მთავარი რამ, ჩვენი ქვეყნის სიყვარული, ჩვენი სამშობლოს ხვალინდელი დღე, – განაცხადა წამყვანმა თამუნა გომართელმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ გვინდა ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში, ღირსების დაცვით, ჩვენი ტრადიციების, ღირებულებების, ფასეულობების შენარჩუნებით და ეს მხოლოდ ეროვნული ხელისუფლების პირობებშია შესაძლებელი.
სწორედ ამიტომ არის 26 ოქტომბერი საკვანძოდ მნიშვნელოვანი დღე, ეს არ არის უბრალოდ რიგითი არჩევნების დღე. ჩვენ უბრალოდ არ ვირჩევთ ხელისუფლებას და რიგით პარტიას არ ვაძლევთ ხმას. ჩვენ ვირჩევთ ომსა და მშვიდობას შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის, ცალსახად, უპირობოდ და გამოკვეთილად.
ღონისძიებაზე მოსულ ადამიანებს აერთიანებთ სურვილი იმის, რომ ვიაროთ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ. მე ვიცი, რომ ჩვენი მთავარი ოცნება აუცილებლად ასრულდება 26 ოქტომბერს. ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ“, – აღნიშნა თამუნა გომართელმა.
