თამო კეშელავა: ოპოზიციამ ვერა და ვერ გაიგო, რომ ისიც პასუხისმგებელია პროცესებზე, იმ დოზით, რა დოზითაც შეუძლია, რა დოზითაც დაპირებებს გასცემს

“საძირკვლით დავიწყოთ:
უკვე ყველა ჩემი კოლეგა ღიად ამბობს, რომ პოლიტიკოსებმა სთხოვეს გაყალბებაზე არ ელაპარაკათ არჩევნებამდე, რათა, თურმე, ხალხი არ შეშინებულიყო და მისულიყო არჩევნებზე.
პრეზიდენტმა თქვა, სწორი ტაქტიკა იყო ეგაო.
ამან გამიჩინა განცდა, რომ ეს ინიციატივა, შეიძლება მისგანაც მოდიოდეს.
პირველი და ყველაზე დიდი ცუდი ისაა, საკუთარი აზრი რომ არ გვაქვს, თურმე.
მეორე – მტკიცებულების გარეშე რომ ვენდობით ვინმეს.
ვინ მოიკვლია რომ გაყალბებაზე წინასწარ საუბარი ცუდ შედეგს მოიტანდა?
რამდენიმე პოლიტ. პარტია ამტკიცებდა, რომ პიარტექნოლოგებად უცხოელები ჰყავდათ.
რატომ? – სახლში, ვინც ადგილზე იცოდა სიტუაცია, იმათი რჩევები არ ვარგოდა?
თან როგორია უცნაურია, არა? სწორედ უცხოელი პარტნიორები საუბრობდნენ გაყალბების საფრთხეზე, არადა.
როგორი უცნაური იყო, მაგალითად, ოპოზიციის ნაწილი, წინასაარჩევნოდ, ურეიტინგო, ქოცურ სააგენტოებს რომ აფინანსებდა.
როგორი უცნაური იყო ადგილზე, რეგიონებში, ოცნების დელეგატებს რომ არ მიმართავდნენ პირდაპირ ოპოს ლიდერები. ოცნების დელეგატებს რომ თითქმის არსად ხვდებოდათ წინააღმდეგონა.
რამდენიმეს ვუთხარი, რომ ოცნების საქმეს აკეთებდა ამით და ეწყინათ.
აბა, მე მკითხონ, როგორ მეწყინა.
აბა, ხალხს გვკითხობ, როგორ გვეწყინა.
ს მერე, დღე არ გავა, არ ვკითხო ხალხს, რას იზამდნენ, თუ ეცოდინებოდათ, რომ გაყალბების საფრთხეა?
ოპოზიციის მომხრეები მეუბნებიან, რომ უფრო აქტიურები იქნებოდნენ, მეტი ჟინით გამოვიდოდნენ არჩევნებზე და რომ ოპოზიციის მტკიცებამ, მხოლოდ აქტიურობაც საკმარისიაო, ისინი მოადუნა.
აი, ხელისუფლების მომხრეები პირიქით – ამბობენ, რომ ალბათ, ასე არ იაქტიურებდნენ, თუ ეცოდინებოდათ, რომ მაინც იმდენს დაიწერს ოცნება რამდენიც უნდა.
რამდენად სწორია ეს, ზუსტად არავინ იცის, რადგან 1 თვე გავიდა არჩევნებიდან და დღემდე არავის მოუკვლევია ეს საკითხი.
კიდევ უფრო ცუდი ისაა, რომ როგორც ჩემი კოლეგები ამბობენ, თურმე, შოკი აქვთ გაყალბების გამო, თურმე, ეგონათ, თუ აქტივობა მაღალი იქნებოდა, ვერ გაყალბდებოდა.
ანუ?
ვიცოდით, რომ ყალბდებოდა და არ ვამბობდით, იმიტომ რომ გვეშინოდა, ხალხი არ მოვიდოდა, თუ არ ვიცოდით, რომ ყალბდებოდა და მართლა თავი სილაში გვედო?
თუ ვიცოდით, შოკი რატომ გვაქვს?
თუ არ ვიცოდით, აბა, ისედაც, რაც არ იცოდი, როგორი იტყოდი?
ვიღაც იტყვის, მასშტაბი არ ვიცოდითო.
ანუ, ანა წითლიძე რომ იმ ერთი ზუგდიდიდან, ათობით გატაცებულ პირადობაზე საუბარობდა, ეს მასშტაბი არ იყო?
აბა, სხვა რაიონში თუ არავინ ითვლიდან, არავინ არკვევდა, გამოდის, არ გვდომებია, გვცოდნოდა.
პოლიტიკოსები იმასაც ამბობენ, ჩვენ რა, მოგება არ გვენდომებოდაო?
არ ვიცი, უნდა ვიცოდე?
და თუ გენდომებოდათ, მერე?
ანუ, სისულელე გეპატიება?
მე ხომ ჩემ თავსაც ვავნე ამითიო და ხო, ალბათ.
ეგ არავის აინტერესებს, სიმართლე გითხრა.
პოლიტიკოსებმა აიღეს პასუხისმგებლობა რომ შეძლებდნენ წინასაარჩევნო კამპანიის სწორად წარმართვას.
აქ – 0–იც არ დაჯდა, გამინუსდა.
გაყალბების ამ მასშტაბისთვის მზად არ ვიყავით იმიტომ, რომ არ გვიმუშავია. ესაა სიმართლე.
ყველა მანქანას აქვს ცდომილება, არ არსებობს მანქანა, რომელსაც არ აქვს ცდომილება.
ამ მანქანის ქარხნული ცდომილებაც კი არ იცოდა არავინ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ დაინტერესებულა არავინ.
და ვის აწყობდა ეს? ვინ იხეირა ამ გაჩუმებით და არ დაინტერესებით?
ქართულმა ოცნებამ.
მხოლოდ ქართულმა ოცნებამ.
ახლა ამას რატომ ვყვები, მიზანი რა მაქვს? რაღაც მიზანი ხომ უნდა მქონდეს?
მიზანია ოპოზიციის წნეხი.
ოპოზიციამ ვერა და ვერ გაიგო, რომ ისიც პასუხისმგებელია პროცესებზე, იმ დოზით, რა დოზითაც შეუძლია, რა დოზითაც დაპირებებს გასცემს.
ვიღაცეები და რაღა ვიღაცეები, არაერთი ჩემი მეგობარიც ხშირად წერს ხოლმე, რომ აი, თითოეული მოქალაქე თუ აიღებს პასუხისმგებლობას, აი, ხალხმა უნდა გაიგოს და ა.შ. – ეს არის პოლიტიკური პროცესები და მას სჭირდება პოლიტიკოსები სამართავად.
ამიტომ, ჩემი მიზანია, ოპოზიცია ვაიძულო, დადგეს ერთად ამ კონკრეტული მოთხოვნის ირგვლივ, იყოს ადეკვატური, მისცეს მაგალითი ხალხს, მოუსმინოს ხალხს და ცხადია, არც ერთი არ უნდა შევიდეს პარლამენტში.
ესაა ამ წნეხის მიზანი და თუ ჩვენ ვერ ვაიძულებთ მათ, ეს გააკეთონ, მართლა აღარაფერს ექნება აზრი.
რაც შეეხება აქციებს – ეს ცალკე თემაა და კი, ცალკე დავწერ, მაგრამ მანამდე ვიტყვი, რომ მარტის აქციები სხვანაირად იყო ორგანიზებული, ბევრად უკეთ.
პ.ს. არჩევნების წინ ვთქვი ზუსტად, რომ ოპოზიციას ხალხის წნეხი თუ არ ექნება, სწორი მიმართულებისთვის, არაფერი გამოვა. იმიტომ რომ, ამის დრო არ არის კი არა, ახლა დრო, მერე შეიძლება ეს დრო მართლა აღარ დადგეს,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს