თამო კეშელავა: ოკუპანტებმა გაიტაცეს 4 ბავშვი. კი, გინებას მოისმენდა ქართველი პოლიტიკოსებისას დღეს პუტინი, კი, პირდაპირი ეთერით, თქვენ რომ ეგეთი რუსეთუმეები არ იყოთ

ჟურნალსიტი თამო კეშელავა:
ოკუპანტებმა გაიტაცეს 4 ბავშვი.
სუსს ამბის გავრცელება “დაასწრო” მედიამ.
ახლა სუსი ამბობს, რომ ეს ბავშვი კარგად არიან და მათთან არიან.
სად მათთან? – გზაში? სუსში?
იმედია, მათ დაკითხვას კანონიერი წარმომადგენლების გარეშე არ გეგმავენ!
იმედია, ფსიქოლოგიის კონსულტაციამდე, მათ დაკითხვას, თუნდაც კანონიერი წარმომადგენლებით, – არ გეგმავენ.
ჯერ ისევ არ გაუკეთებია სუსს განცხადება და საზოგადოების ინფორმირება არ უცდია, ასეთ, როგორც უწოდებენ და სენსიტიურ თემაზე:
კარგია, რომ გაგვიხარდა ამ ბავშვების დაბრუნება, მეც გამიხარდა, მაგრამ ახლა ზუსტად ის დროს, მოვიკითხოთ, მაინც როგორ დაასწრო მედიამ გავრცელება ამბის?
თუ მშობლებთან იყვნენ კონტაქტზე, თუ მშობლები დაიმედებული ჰყავდათ, მედიას რატომ დაუკავშირდნენ მშობლები?
და საერთოდაც, დამალვა უნდოდათ ამ ამბის?
რუსი ოკუპანტების ღორობის და უღმერთობის დამალვას გეგმავდნენ?
რუსი ოკუპანტი ღორების უსისხლობის და ჩვენი შვილების კიდევ ერთხელ გამეტების დამალვას გეგმავდნენ?
ისევ არ ვიცით, ზუსტად რამდენი იყო გატაცებული, რა ასაკის, საიდან, რამდენი საათი დაყვეს ტყვეობაში, აქვთ თუ არა დაზიანებები, ადგილზეა თუ არა მობილიზებული ფსიქოლოგი, რა გაკეთდება ამ ბავშვების და მათი ოჯახების დასახმარებლად, რა სახით შეაჩვენებენ ოკუპანტებს, თუ არ შეაჩვენებენ, რა სახის დახმარებას სთხოვენ პარტნიორებს, ჩვენი შვილები რომ აღარ გაიტაცოს რუსმა, თუ არ სთხოვენ?
თავხედი ხარ, სუსი და უსაფრთხოების გარდა, ყველაფერი გქვია.
შენ ხარ სახელმწიფოს საფრთხე, სახელმწიფოებრიობის საფრთხე სუსი.
სსს ხარ შენ დღევანდელი დუმილის მერე.
კი, გინებას მოისმენდა ქართველი პოლიტიკოსებისას დღეს პუტინი, კი, პირდაპირი ეთერით, თქვენ რომ ეგეთი რუსეთუმეები არ იყოთ და კი, ამინ იქნებოდა.
ცნობისათვის, “ბავშვები ჩვენთან და უსაფრთხოდ არიან”, – ასე უპასუხეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ფორმულას კითხვას ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენიდან გატაცებული 4 არასრულწლოვანის შესახებ.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ს საოკუპაციო ძალებმა 4 არასრულწლოვანი გაიტაცეს.
ფორმულასთან ერთ-ერთი გატაცებულის მამამ ბესო სიდამონიძემ თქვა, მათი ასაკი 10 წელს არ აღემატება.