“ვიცი, ამის დრო არაა, მაგრამ… – მწერს დედა, რომელსაც ხვალ ღამით საზღვარგარეთ მიჰყავს თავისი სულ რაღაც რამდენიმე წლის შვილი ონკოდაავადებასთან საბრძოლველად.
7 თვე უნდა იყოს იქ, სახლი უნდა იქირაოს, მკურნალობის თანხა აქვს, ბილეთი და 100 ევრო უდევს ჯიბეში.
იქ ვერ იმუშავებს.
ხოდა, ახლაა ზუსტად ამის დრო, რადგან, ჩვენ ხომ ჩვენი შვილებისთვის ვიბრძვით და ხომ მათი უნდა იყოს ეს საქართველო.
ბანკის სესხი აქვს, ცხადია, ვის არ გაქვთ და მთხოვა, ჩემი ანგარიშით დაიდოს.
ხვალ საღამომდე გვაქვს დრო, მერე ქუთაისისკენ უნდა წავიდეს და ვეღარ მივაწოდებ ფიზიკურად.
მადლობა წინასწარ.
ანგარიშების ნომრებს დავტოვებ კომენტარებში.
GE12TB7847345061600047 – თიბისი
GE64BG0000000941150500 – საქართველო” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.