თამო კეშელავა: ერთმა ძაან ქოცმა ქალმა გუშინ, ძაან გამოწყობილმა, ძაან ქოცურ ხასიათზე მყოფმა ქალმა გუშინ, რომ კითხეს პოლიტიკურ პატიმრებზე, უპასუხა, მეც მასე ვიჯექი, პოლიტიკურითო. მეცცცცცც – ო

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
არ არსებობს ადამიანი დღეს ქვეყანაში, ვინც უკვე კარგად არ გაიზრა, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარია, რომ მას რაღაცა სხვისთვის სჯიან.
ერთმა ძაან ქოცმა ქალმა გუშინ, ძაან გამოწყობილმა, ძაან ქოცურ ხასიათზე მყოფმა ქალმა გუშინ, რომ კითხეს პოლიტიკურ პატიმრებზე, უპასუხა, მეც მასე ვიჯექი, პოლიტიკურითო.
მეცცცცცც – ო
იყო თუ არა პოლიტპატიმარი, მაგას არ ვდაობ ახლა, თავის თავში ხომ დარწმუნებულია რომ უკანონოდ, უსამართლოდ იჯდა და პოლიტიკური პატიმარი იყო, ხოდა, ანუ, მისთვის ეს ადამიანები, ახლა ვინც ჩასვეს, ასევე უკანონოდ დაკავებულები, ასევე უსამართლოდ დაკავებულები, ასევე პოლიტიპატიმრებია და ნაცვლად იმისა, ხმა გაიღოს, კეკლუცობს, ერთობა, ქოცებს აქებს.
ასეა, გონება და ფსიქოლოგია ოხერი რამებია, გამოეწყო, თავი მოამზადა ქოცად, განწყობა ეცადა ზექოცური შეექმნა და მაინც, 2 სიტყვაში წამოაძახა ქვეცნობიერმა.
იმის არ იყოს, ოცნების დეპუტატს, წულუკიანის კომისიის წევრს, თენგიზ შარმანაშვილს რომ კითხა Kalandia Berdia-მ, აბა, ივანიშვილის აშენებული ქარხნები სად გუგუნებს, მაჩვენეო და რა უპასუხა იცით? – ვერასოდეს გამოიცნობთ. ხაბეიშვილმა ხაზარაძეს ბო@ი დაუძახაო.
ივანიშვილის დაპირებებზე სიტყვა ბო@ი რომ გახსენდება, ქვეცნობიერია ეგაც, კი.
ხოდა, დასტურ, არ არსებობს ამ ქვეყანაში ადამიანი, მათ შორის ქოცებშიც, ვინც დაზუსტებით არ იცის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტპატიმრები გვყავს და მერე მიდის და ერთობა, მერე მიდის და კარგად ჭამს და სვამს, მერე მიდის და ცეკვავს, მერე მიდის და სელფაობს, მერე მიდის და მშვიდად იძინებს…
ძილში რომ კრთება, ეგაც ქვეცნობიერია, კარგად გამოძინებულზე მაინც რომ დაღლილი ჰგონია თავი, ეგაც. რამდენიც უნდა ჭამოს, მაინც რომ დაუნაყრებლობის გრძნობა აქვს – ეგაც, პირი რომ უშრება, ეგაც…
და რომ მეგონა წამოეწეოდათ, ვუყურებდი და მივხვდი, უკვე წამოეწიათ, თავს რომ შეხედონ გვერდიდან, დაინახავენ რამდენად…
დანარჩენი ჩვენზეა.